საყდრისი-ყაჩაღიანი

RMG GOLD-ის თანამშრომლებმა პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს

რუსთავი 2

კომპანია RMG GOLD-ის თანამშრომლებმა პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. ისინი პრეზიდნეტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და მარგველაშვილის ის განცხადება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კომპანიას სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდებს, მანამ სანამ საყდრისთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები არ დასრულდება. RMG გოლდის თანამშრომლების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მუშაობას შეწყვეტს, ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.

მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლიდან შემდეგ აქცია კანცელარიასთან გამართეს. მათ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეხვდა. მისი თქმით, მთავრობა RMG GOLD-ის თანამშრომელთა და დაბა კაზრეთის მოსახლეობის მოთხოვნებს საფუძვლიანად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღებს.

კომენტარები