თავდაცვის სამინისტროს განცხადება

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე მინდია ჯანელიძე განმარტებებს გააკეთებს

0 კომენტარი

თავდაცვის მინისტრი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან, დაკავშირებით მინისტრი მინდია ჯანელიძე განმარტებებს გააკეთებს. ამის შესახებ განცხადება დღეს მისმა მოადგილემ გოჩა რატიანმა გააკეთა. რატიანი დღეს თავდაცვის კომიტეტს დაესწრო, კომიტეტი დახურულ რეჟიმში წარიმართა. სხდომაზე რატიანს უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე უნდა ეპასუხა, თუმცა როგორც მოგვიანებით სხდომიდან გამოსულმა თავისუფალმა დემოკრატებმაა თქვეს მას საკითხთან დაკავშრებით ახალი არაფერი უთქვამს. გოჩა რატიანმა სრულყოფილად არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

სხდომას ერთიანი ნაციონლაური  მოძრაობის არადეპუტატი წევრებიც ესწრებოდნენ. დაპირებების მიუხედავად მათ კითხვის დაცვის საშუალება არც პარლამენტის საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიეცათ და არც თავდაცვისა და უშშროების კომიტეტის სხდომაზე. ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ირაკლი ქავთარაძემ სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში, მისი დახურულ რეჟიმში გაგრძელების გამო დატოვეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები