თავდაცვის სამინისტროს განცხადება

პეტრიაშვილი: ჯანელიძეს გაუჭირდება გაფუჭებული იმიჯის აღდგენა

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

თავისუფალი დემოკრატებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, თავდაცვის მინისტრს გაუჭირდება გაფუჭებული იმიჯის აღდგენა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მისივე განმარტებით, აუცილებლად უნდა დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგანაც იმ ტიპის განცხადბები, რომელიც უწყებამ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა, სტაჟიორების და პიარის თანამშრომლების დონეზე არ კეთდება.

"ასეთი ტიპის მგრძნობიარე განცხადებები არ კეთდება სტაჟიორების, პიარის თანამშრომლების, თუნდაც მინისტრის მოადგილეების დონეზე. ეს იყო პრობლემური შემთხვევა და ძალიან არასასიამოვნო მომენტი ხელისუფლებისთვის. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად ხდება თავდაცვის უწყების დისკრედიტაცია" - განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილმა მინისტრის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის განცხადებაც შეაფასა და მას სამაცხვინო უწოდა. ალექსი პეტრიაშვილის განმარტებით, მინისტრის ადგილას ღირსიაშვილს აუცილებლად გადააყენებდა თანამდებობიდან.

"მინისტრის მოადგილემ ცეცხლზე ნავთი დაასხა. არანაკლები შეცდომა იყო მინისტრის მოადგილის გამოსვლა. ტექნიკური შეცდომის თქმა სამარცხვინო იყო. მინისტრის ადგილას მას დაუყოვნებლივ გავათავისუფლებდი, არ აქვს მნიშნველობა ის ბურჯანაძის პარტიიდანაა თუ მანამდე სტატიები აქვს დაწერილი" - განმარტა პეტრიაშვილმა.

ყოფილმა მინისტრმა თავის გამოსვლაში წარმატება უსურვა უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონს და აღნიშნა, რომ ქართველები იქ საქართველოს თავისუფლებისთვისა და ევროპის უსაფთხოებისთვის იბრძვიან.

კომენტარები