რეფორმა უკრაინაში

უკრაინაში საპატრული პოლიცია იქმნება

ბერკუტის მიერ გადამწვარი პროფკავშირების შენობა კიევის ცენტრში
თამარა ქურდაძე / ტაბულა

უკრაინის დედაქალაქში საგზაო ავტოინსპექცია უქმდება და მის ნაცვლად საპატრულო პოლიციის სამსახური შეიქმნება, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა. მისი თქმით, პატრულში ახალი თანამშრომლების მიღება 20 იანვრიდან დაიწყება. რეფორმის დეტალებს საზოგადოებას მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობს.

ავაკოვის განმარტებით, პატრულში მუშაობის მსურველები სამთვიან ტრენინგებს გაივლიან და მათ შორის საუკეთესოები შეირჩევა, პოლიციის ახალ თანამშრომლებს მაღალი ანაზღაურება დაუწესდებათ. მინისტრის თქმით, უკრაინულ პატრულში მუშაობის დაწყება როგორც პოლიციის მოქმედ თანამშრომლებს და სამხედროებს, ასევ სტუდენტებს და უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტებს შეუძლიათ. კიევის შემდეგ რეფორმა ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში განხორციელდება.

გუშინ ასევე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტთან არსებულმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ მოქალაქეობის მინიჭების რეკომენდაცია გასცა საქართველოს ორი მოქალაქისთვის  - დავით საყვარელიძისთვის და გიზო უგლავასთვის, რომლებიც შესაძლოა უკრაინაში თანამდებობებზე დაინიშნონ. ეს ინფორმაცია პარტია УДАР-ის პრესსამსახურმა, კომისიის წევრ ვალერი პაცკანზე დაყრდნობით გაავრცელა. 

პოროშენკოს მთავრობაში ამ დროისთვის საქართველის წინა ხელისუფლების ორი მაღალჩინოსანი მუშაობს - ეკა ზღულაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ალექსანდრე კვიტაშვილი კი ჯანდაცვის მინისტრია. 

კომენტარები