საყდრისი-ყაჩაღიანი

პრემიერი საყდრისზე: ეს ბორცვი არის სტერილური

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი საყდრისთან დაკავშირებით საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. პრემიერი აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად აღელვებს იმ 300 ათასი ოჯახის ბედი, რომელთა წევრებიც კომპანია RMG-ში არიან დასაქმებულები.ღარიბაშვილი ამბობს, რომ საყდრისის  არქეოლოგიურ ღირებულებასთან დაკავშირებით ის არაერთ ექსპერტს ესაუბრა.  „ეს ბორცვი არის სრულიად სტერილური და მისი არსებობა წლების განმავლობაში არავის არ ახსოვდა“, - ამბობს პრემიერი.

ღარიბაშვილი გამოეხმუარა იმ ბრალდებებსაც რომელიც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებთან დაკავშირებით ისმის. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის დახმარებით 700-ზე მეტი ძეგლია აღდგენილი და ეს ყველაფერზე მიუთითებს.

„ არ შეიძლება მხოლოდ რაღაც ემოციებს აყოლილი აჟიოტაჟი გახდეს ჩვენთვის გადაწყეტილების მიმღები და ამ პროცესში დაზიანდეს კიდევ უფრო მეტი სიკეთე, როგორიც არის 300 ათასი ოჯახის დასაქმება და მათი ბედი. მე ეს უფრო მაღელვებს. რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული არქეოლოგიური ობიექტი, კულტურული ძეგლი. აღარ ჩამოვთვლი იმ ობიექტებს, რომლებიც ჩვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ გავარემონტეთ. ძალიან ბევრი აღვადგინეთ. აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ ბრალდებები, რაც მე მესმის, არის მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით 700-ზე მეტი კულტურული ძეგლი არის აღდგენილი საქართველოში. ეს მე მგონი ყველაფერზე მიუთითებს და ყველაფერი არის პასუხგაცემული ამ კონკრეტული სიტყვით" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ მუზეუმის მშენებლობა, რასაც საყდრისში კომპანია RMG გეგმავს.

კომენტარები