საყდრისი

ხადური: კომპანია RMG მთლიანად ინახავდა ბოლნისის რაიონს

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, ბოლნისის რაიონის ბიუჯეტი კომპანია RMG-ზეა დამოკიდებული. მისი თქმით, კომპანიის მიერ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ ხელფასებზე 76 მილიონი ლარი გაიცა. 

”2012-2013 წლებში კომპანიის სახელფასო ფონდი, შესაბამისად, 41 მილიონი და 35 მილიონი ლარი იყო, ანუ ჯამში, 2 წლის განმავლობაში 76 მილიონი ლარი გაიცა მხოლოდ ხელფასის სახით, წელს კი მხოლოდ 400 ათასი ლარია გაცემული. ფაქტობრივად, გაჩერებულია საწარმო. ამავე დროს, ბოლნისის რაიონის ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება რეალურად მხოლოდ ამ ერთ საწარმოზეა დამოკიდებული. წელს ჩვენ მოგვიხდა რაიონისთვის 9 მილიონის მიცემა მაშინ, როცა წინა წლებში ბოლნისის ბიუჯეტს ფულს არ ვაძლევდით. ეს კომპანია მთლიანად ინახავდა რაიონს” - განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ საყდრისის საბადოში სამუშაოებს ბოლო პერიოდია აქტიურად აპროტესტებენ. საზოგადოების და მეცნიერების ნაწილი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებას აპროტესტებს და სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს. კომპანია RMG GOLD-ის თანამშრომლები კი სამუშაოების შეჩერების წინააღმდეგნი არიან. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ  კომპანია მუშაობას შეწყვეტს ისინი სამსახურისა და საარსებო სახსრების გარეშე რჩებიან. საყდრისი-ყაღაჩიანის საბადოში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები კომპანია RMG გოლდმა 13 დეკემბერს განაახლა.

კომენტარები