გრიგოლაშვილის დაკრძალვა

უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვას თავდაცვის მინისტრი არ დასწრებია

ქუთაისში უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ალექსანდრე გრიგოლაშვილი დაკრძალეს. ცერემონიას მისი უკრაინელი მეგობრები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებიც ესწრებოდნენ თუმცა ქუთაისში არ იყო თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. 

როგორც გრიგოლაშვილის თანამებრძოლები ამბობენ, დაღუპულმა სიცოცხლის ფასად სცადა მეგობრის გადარჩენა თუმცა შეტაკებისას ორივე დაიღუპა. 

ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებიდან ცოტა ხანშივე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც გარდაცვილის ოჯახისთვის მისამძიმრების გარდა საუბარი იყო ყოფილი ხელისუფლების პროვოკაციაზე. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებდა ქართველ მებრძოლებს არ აჰყოლოდნენ ასეთ პროვოკაციებს და არ წასულიყვნენ საბრძოლველად. მინდია ჯანელიძის უწყების ეს განცხადება მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა დაგმო, თავად მინისტრს კი ჯერ-ჯერობით განმარტება არ გაუკეთებია. სამინისტროს სახელით ითქვა, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა. 

კომენტარები