საყდრისი-ყაჩაღიანი

პარლამენტმა საყდრისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტმა საყდრისი-ყაჩაღიანის მოვლენებზე, 58 ხმით 14-ის წინააღმდეგ, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.

ინიციატივა საყდრისში განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად დროებითი კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტში თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ წარმოადგინა. ინიციატივას მხარს უჭერდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.

თავისუფალი დემოკრატების თქმით, შექმნილმა დროებითმა კომისიამ საყდრისში მიმდინარე სამუშაოების კანონიერება უნდა შეისწავლოს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე კომპანია RMG-მ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა.

კომენტარები