ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: პროკურატურაში ქონების დასაბრუნებლად დეპარტამენტი შეიქმნება

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, პროკურატურაში შეიქმნება დეპარტამენტი, რომელიც მისი თქმით რეპრესირებულებისთვის ქონების დაბრუნებაზე იმუშავებს. ღარიბაშვილმა ამის შესახებ პრესკონფერენციისას განაცხადა.

"მინდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. თქვენ იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დანაპირები არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იყო ის, რომ სამართლიანობის დამკვიდრებას დავიწყებდით და ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი ორი წლის წინ. და სამართლიანობის აღდგენას.

ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენ შევისწავლეთ ყველა განაცხადი, რომელიც ოფიციალურად შევიდა პროკურატურაში. მინდა ახლა საზოგადოებას ვაცნობო, რომ დაასრულა შესწავლა ყველა იმ განაცხადების, რაც დარეგისტრირდა ორი წლის მანძილზე პროკურატურაში.

საქმე ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას, ბიზნესებს, სახლებს და ასევე იმ რეპრესირებულ ადამიანებს, ათასობით ადამიანზეა საუბარი, რომ ისინი უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს ციხეებში. რომ ისინი იყვნენ მსხვერპლი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურების.

მაქსიმუმ თებერვლამდე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულება. დაწყებაც და დასრულებაც. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. შეიქმნება პროკურატურაში დეპარტამენტი, სამმართველო, ქონებების დაბრუნებასთან დაკავშირებით. მოხდება ამის კომპენსირება" - აცხადებს პრემიერმინისტრი.

კომენტარები