ეკონომიკური ზრდა

პრემიერის განცახდება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მცდარია

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს აქვს პირველი ეკონომიკური ზრდა, ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს მეორე ეკონომიკური ზრდა აქვს. წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა არ არის მსოფლიოში მეორე ადგილზე, საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რამდენიმე ათეულ ქვეყანას აქვს. 

საქსტატის მონაცემებით წელს ყველაზე სწრაფად ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში გაიზარდა, როდესაც ეკონომიკურმა ზრდამ 7,2% შეადგინა, მეორე კვარტალში ზრდა 5,2% იყო, ხოლო მესამე კავრტლის ეკონომიკური ზრდა კი 5,6% შეადგენს. 

მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში შედის, სადაც საშუალო ეკონომიკური ზრდა 3,4%-ს შეადგენს.

წინა წელს ეკონომიკის ზრდა დაგეგმილი იყო 6%-ით, ხოლო რეალურმა ეკონომიკურნმა ზრდამ კი 3,3% შეადგინა. 2015 წელს საქართველოს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. 

კომენტარები