FEMEN-ის აქცია

FEMEN-მა მორიგი აქცია ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართა

AFP

მოძრაობა FEMEN-მა მორიგი აქცია ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართა. წელსზემოთ შიშველმა აქტივისტმა, რომელსაც მკერდზე ეწერა "ღმერთი ქალია", საშობაო კომპოზიციიდან ყრმა იესოს ქანდაკება აიღო და გაიქცა. სიმშვიდის დამრღვევი დაცვამ დააკავა და პოლიციას გადასცა.

როგორ მოგვიანებით მოძრაობა FEMEN-მა განმარტა, აქცია ანტიკლერიკალური კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა, ქალების რეპროდუქციული ფუნქციის თაობაზე ვატიკანის პოზიციის წინააღმდეგ.

კომენტარები