საქართველოს პრეზიდნეტი

ტერიტორიულ მთლიანობაზე სასაუბროდ პრეზიდენტი "ნებისმიერ პიროვნებას" შეხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს ნებისმიერ პიროვნებას, თუ საუბარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას შეეხება, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სართაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მის რუს კოლეგასთან.

„პრეზიდენტს არაერთხელ გამოუთქვამს მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რიომ თუკი საუბარი შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და იმ რთულ საკითხებს, რომელიც ყველაზე მეტად სტკივა საქართველოს, ის მზად არის შეხვდეს ნებისმიერ პიროვნებას. მაგრამ დღეისთვის ამის დიპლომატიური სამზადისი არ მიმდინარეობს", - განაცხადა ფხალაძემ.
ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან მარგველაშვილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობთ, საუბრის თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის საკითხებიიყო. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტიმართავს შეხვედრებს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრთან, მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციასაქართველოს ტერიტორიების ანექსიისადმი დგამს ნაბიჯებს.

„უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია, იმ ნაბიჯებისათვის, რაც უნდა გადადგასსაქართველოს სახელმწიფომ, აქ იგულისხმება როგორც ხელისუფლების გადასადგმელი ნაბიჯები, ასევე ისნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებასთან ერთად", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიესალმებიან პრეზიდენტის ინიციატივას და იმედსგამოთქვამენ, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.
პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე კახა კუკავა, აცხადებს, რომ საქართველოს უნდა ეყოს გამბედაობა, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ყველაფერზე მაღლა დააყენოს და რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზება ამ თემაზე ღია დიალოგის შესახებ, მიიღოს.

„აღმასრულებელ ხელისუფლებაში კომპლექსები აწუხებთ, თუ ვინ გამართავს ამ დიალოგს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებს საქართველოს ინტერესებს. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თემაზე მან განაცხადა, რომ ამ საკითხს სჭირდება შესწავლა და ის ამ ეტაპზე მზად არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ მან უნდა შეუთანხმოს მესამე ქვეყნებს და, თუ ნებართვას მიიღებს, ამ შემთხვევაში შეხვდება პუტინს," - განაცხადა კუკავამ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთ წარმომადგენელს, აკაკი ასათიანს, კი მიაჩნია, რომ პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრისთვის უნდა იყოს საზოგადოების სრული მანდატით აღჭურვილი.
მარგველაშვილთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარს დადებითად აფასებს პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია და ცხადებს, რომ მას იმედი მიეცა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მთავარი პრიორიტეტი გახდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ არასაპარლამენტო პოლიტიკურიპარტიების - თავისუფლება, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, პატრიოტთა ალიანსი, ტრადიციონალისტები და თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ასევეგეგმავს შეხვედრებს მმართველი კოალიციის და არასამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენლებთან.

კომენტარები