საყდრისი-ყაჩაღიანი

ნაციონალური მოძრაობა საყდრისზე სამუშაობის დაუყონებლივ შეჩერებას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საყდრისზე მიმდინარე სამუშაობის დაუყონებლივ შეჩერებას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობა ბიუროს სხდომაზე ცვლილებების შეტანას ამ საკითხზე უკვე ინიცირებულ დადგენილებაში ითხოვდა, თუმცა, პარლამენტმა ის არ დაარეგისტრირა. საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე კომპანია RMG-ისთვის მუშაობის გაგრძელების პირობებს შექმნას აპირებს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, ის ვერ და არ აიღებს პასუხისმგებლობას კომპანიაში მომუშავე 3000 ოჯახის წევრების სახლში გაშვებაზე.

კომენტარები