საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: ევროპარლამენტში რატიფიცირებაზე დასწრებას მთავრობა არ აპირებდა

facebook.com/Margvelashvili

18 დეკემბერს ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე საქართველოს ხელსუფლებიდან გამგზავრებას არავინ აპირებდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში განაცხადა.

მის თქმით, მან ამის შესახებ ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, თურქმენეთიდან ჩამოსვლის შემდეგ გაიგო.

„ჩამოვედი საღამოს, დილით გავიგე, რომ სტრასბურგში არავინ მიდის და საღამოს წავედი სტრასბურგში. ასე რომ, არაფრის მომზადების შესაძლებლობა არ მქონდა. უნდა წავსულიყავი იმისთვის, რომ არ ყოფილიყო რაღაც გაუგებარი ვითარება, რომ ხელშეკრულების რატიფიცირება არ ჩაებარებინა წინა ხელისუფლების პრეზიდენტს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი შემთხვევაში „აბსურდული ვითარება იქმნებოდა" და სტრასბურგში გამგზავრება „იყო ჩვენი ვალდებულება, რომ ქვეყანა წარმოგვედგინა და მადლობა გვეთქვა ევროდეპუტატებისთვის".

ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი დაესწრნენ.

კომენტარები