თეთრი ბარათი ფეხბურთში

მიშელ პლატინი ფეხბურთში თეთრი ბარათის დანერგვის იდეას კვლავაც ლობირებს

UEFA-ს პრეზიდენტი, მიშელ პლატინი ფეხბურთში თეთრი ბარათის დანერგვის იდეას კვლავაც ლობირებს.

პლატინის თქმით, ფეხბურთს არ უნდა ეშინოდეს სხვა სპორტებიდან საინტერესო დეტალების გადმოღება და უფრო მეტის სწავლა. მისი განმარტებით, თეთრი ბარათის ჩვენების შემთხვევაში, ფეხბურთელი მოედანს ხუთი ან ათი წუთით დატოვებს და ის რაგბის სინბინის ანალოგიური იქნება. წითელი და ყვითელი ბარათები კი კვლავაც ძალაში დარჩება. 

პლატინის იდეას ოქტომბერში FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი დაუპირისპირდა და კონცეპტი ფეხბურთისთვის შეუსაბამოდ მიიჩნია. 

კომენტარები