სახელმწიფოს კუთვნილი რუსული ნავთობკომპანია Rosneft დავით იაკობაშვილის კუთვნილ კომპანია Petrocas-ში აქციების 49%-იან წილს ყიდულობს. Petrocas გალფის მფლობელი კომპანიაა.
Petrocas Energy Group-ის ვიცეპრეზიდენტმა ნიკო მჭედლიშვილმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ კომპანიის მენეჯმენტი უცვლელი დარჩება. Petrocas ნავთობპროდუქტებით ვაჭრობითა და გადაზიდვით არის დაკავებული. კომპანიას ფოთში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ტერმინალი ეკუთვნის. Petrocas-მა სექტემბერში აზერბაიჯანიდან მეთანოლის რეექსპორტიც დაიწყო, რომლისთვისაც ფოთში $30 მილიონის ღირებულების საინვესიტციო პროექტი განახორციელა.
Rosneft Petrocas-ის აქციების შეძენით ქართული ენერგობაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება.