გატაცება

გუნავა: სოფელ რუხიდან შს სამინისტროს თანამშრომელი გაიტაცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, გუშინ, 28 დეკემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომელი პაატა თოდუა გაიტაცეს. გუნავას ცნობით, ის ახლა გალში, იზოლატორში იმყოფება.

გუნავას ცნობით, პაატა თოდუა სოფელ რუხის ხიდზე ხვდებოდა მამასა და ნათესავებს და სწორედ ამ დროს გაიტაცეს. მისივე ინფორმაციით, შსს ამ ინფორმაციას არ ავრცელებდა. გუნავას თქმით, სამმართველოს სხვა თანამშრომლებს აღნიშნულზე საუბარი აეკრძალათ.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც პაატა თოდუას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გატაცებას არ ადასტურებენ.

კომენტარები