2015 წელი

ომბუდსმენი: ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს

radiotavisupleba.ge/

საქართველოს სახალხო დამცველი facebook-ის პირად გვერდზე ახალი წლის მილოცვას აქვეყნებს.

"გილოცავთ ახალ წელს! Happy New Year! გილოცავთ ახალ 2015 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს. ვისურვებ ახალმა წელმა ქვეყანაში მშვიდობა, თანხმობა, შემწყნარებლობა, თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა მოიტანოს. 

ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. განსაკუთრებით ვულოცავ თითოეულ ადამიანს, ვისაც ნაკლებად ეზეიმება და არაერთი პრობლემა, შელახული უფლებები და სოციალური საკითხები აწუხებს ახალ წელსაც. მე და ჩემი აპარატი გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას თქვენი უფლებების დასაცავად" - წერს ნანუაშვილი.

კომენტარები