აქციზის გადასახადი

საქართველოში ყველა ტიპის სიგარეტი გაძვირდა

მიკაელა რელე / REUTERS

თამბაქოს მომხმარებლებს, აქციზის განაკვეთზე ფასის ზრდის გამო, სიგარეტის შეძენა 20-30 თეთრით ძვირად მოუწევთ. სიგარეტი გაძვირდა, თუმცა გამყიდველთა ნაწილმა ტაბულას განუცხადა, რომ ფასი ჯერ არ გაუზრდია, რადგან დარჩენილი აქვს ძველი აქციზის მქონე სიგარეტი.

თუ აქამდე სავაჭრო ჯიხურებში სიგარეტი Marlboro 3.00 ლარი ღირდა, ახლა 3.20 გახდა, ისევე როგორც KENT 20 თეთრით გაძვირდა და მისი ფასი 3.20 ლარია. გაძვირდა Winston-იც, ის 2.20 ლარი ღირდა, დღეიდან კი 2.40 ლარი გახდა. ფასები ყველა სახის სიგარეტზე გაიზარდა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიხედვით, 2015 წლის პირველი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი 15 თეთრით გაიზარდა, უფილტრო სიგარეტზე კი 5 თეთრით.

 

კომენტარები