Norman Atlantic

მამა ილია კარტოზიას საქართველოში მომავალ კვირაში გადმოასვენებენ

0 კომენტარი
ფოტო: newposts.ge

ბორან Norman Atlantic-ზე დაღუპული მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით ყველა იურიდიული პროცედურა თითქმის დასრულებულია. ამის შესახებ იტალიაში საქართველოს ელჩმა კახა სიხარულიძემ განაცხადა.

როგორც ელჩმა რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, იტალიის ხელსუფლება ქართველ დიპლომატებს პირდება, რომ მომავალ კვირას ცხედრის საქართველოში გადმოსვენება შესაძლებელი იქნება.

"ცხედარი ახლა ქალაქ ბარიშია და იქიდანვე მოხდება გადმოსვენება. მოგეხსენებათ, ასეთ დროს უამრავი იურიდიული პროცედურაა გასავლელი. ეს ყველაფერი ძირითადში უკვე დამთავრებულია. საპატრიარქოც, სახელმწიფოც გვერდით გვიდგას და ყველაფერი დროულად გაკეთდება", - განაცხადა ელჩმა.

გასულ კვირაში ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlantic-ზე ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები