მთიანი ყარაბაღი

ყარაბაღში ორი სომეხი სამხედრო დაიღუპა

massispost.com

მდგომარეობა სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის გამყოფ ხაზზე დაიძაბა. ე. წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა ძალებმა გასული დღეღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 300-ჯერ დაარღვიეს. სომხური მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანულმა ძლებმა ნაღმმტყორცნებიც გამოიყენეს.

2-3 იანვრის ღამეს გამყოფ ხაზზე მომხდარ შეტაკებაში ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთი დაშავდა.

სომხეთის საგარეო უწყებამ მომხდარში ოფიცალური ბაქო დაადანაშაულა და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ პასუხისმგებლობა კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე მთიანად სომხეთს დააკისრა, „რომელმაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და ქვეყბნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა". 

კომენტარები