ჩრდილო ვაზირისტანის ოპერაცია

აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა პაკისტანში თალიბანის 6 მებრძოლი მოკლა

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავმა პაკისტანში დაბომბვის შედეგად, თალიბანის 6 მებრძოლი მოკლა.

ოპერაცია, რომელიც ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, ავღანეთის საზღვართან ჩატარდა, თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი დაჯგუფების ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.

ჩრდილო ვაზირისტანის ოპერაციის შედეგად, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები 2014 წლის ივნისის შემდეგ აწარმოებს, თალიბანის 1700 მებრძოლია მოკლული.

საკუთარი ოპერაცია თალიბანის წინააღმდეგ პაკისტანმაც წამოიწყო, მას შემდეგ, რაც პეშავარში სკოლაზე თალიბანის თავდასხმას 16 დეკემბერს 132 ბავშვი ემსხვერპლა.

კომენტარები