ევრო

ერთი ევრო $1,19 ღირს - რაც გასული ცხრა წლის მინიმუმს წარმოადგენს

REUTERS

5 იანვრის მდგომარეობით ერთი ევრო 1,19 აშშ დოლარი ღირს, რაც გასული ცხრა წლის მინიმუმს წარმოადგენს. 2014 წელს ევრო დოლართან მიმართებით ყველაზე გამყარებული თებერვალში იყო, როდესაც ერთი ევრო 1,39 აშშ დოლარი ღირდა, მისი სწრაფი გაუფასურება ზაფხულის თვეებში დაიწყო. ევროს გაუფასურება საბერძნეთის კრიზისმა, ევროპის ცენტრალური ბანკის ანტიდეფლაციურმა პოლიტიკამ და დოლარის გამყარებამ გამოიწვია.

ევროზონის კრიზისის დასამთავრებლად საბეძნეთის ევროზონიდან გასვლის შესაძლებლობაც განიხილება. Der Spiegel-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის შესაძლებლობას მხარს უჭერს. 

საბერძენეთის ეკონომიკა 2008 წელთან შედარებით 25%-ით არის შემცირებული. ქვეყანას სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 10 წელი და ევროკავშირის მასშტაბური ფინანსური დახმარება დასჭირდება. საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის შემთხვევაში ევროზე საბერძნეთის კრიზისის გავლენა შესუსტდება. 

კომენტარები