ზაზა ფაჩულია

ფაჩულიამ ნიქსის წინააღმდეგ, სეზონში მეხუთე ორმაგი დუბლი შეასრულა

ზაზა ფაჩულია ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ
nba.com

5 იანვარს გამთენიისას, NBA-ში მილუოკი ბაქსი სტუმრად, ნიუ იორკ ნიქსს შეხვდა და 95:82 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ზაზა ფაჩულია გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სეზონში უკვე მეხუთე ორმაგი დუბლი შეასრულა - მედისონ სქვერ გარდენში ფაჩულიამ 16 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ამასთან ორი შედეგიანი გადაცემაც შეასრულა და ბურთი ორჯერ ჩაჭრა.

ბაქსის რიგებში 16 ქულა ჰქონდა ანტეტოკოუმპოს, ხოლო ნაითმა 17 ქულა დააგროვა. ნიუ იორკელებს ტრავმის გამო არ ჰყავდათ გუნდის ლიდერი, კარმელო ენტონი, რომელიც სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვეს იუქმებს.

რაც შეეხება მილუოკი ბაქსს, მის აქტივში 18 მოგება და 17 მარცხია. ჯეისონ კიდის გუნდი პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის და ამჟამად აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.

კომენტარები