2014 წლის ბიუჯეტი

ჯაფარიძე: სახელმწიფომ 2014 წლის ბიუჯეტი მხოლოდ ფურცელზე შეასრულა

tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფინანსთა სამინისტროს აკრიტიკებს. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, სახელმწიფომ 2014 წლის ბიუჯეტი მხოლოდ ფურცელზე შეასრულა.

„ბიუჯეტი არის შესრულებული ახლა შემოსულობების ნაწილში, ისიც ფურცელზე ანუ ვალი ავიღეთ ბოლო ორ თვეში და სწორედ ამითი შესრულდა ეს შემოსულობები. დაგეგმილი პროექტები წელს ვერ შესრულდა და მომავალი წლისთვის გადაიდო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტები დაგეგმილ დროში ვეღარ განხორციელდება, რაც ცხადია, გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე ანუ ეკონომიკა კიდევ უფრო შენელდება”, - აცხადებს ჯაფარიძე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი 0,2%-ის გადაჭარბებით შესრულდა და ცხრა მილიარდ 120 მილიონი ლარი შეადგინა. 2014 წელს ბიუჯეტში გადასახადების სახით სულ ექვსი მილიარდ 847 მილიონი შევიდა, რაც გეგმით გათვალიწინებულს 0,4%-ით აღემატება. 

2014 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მთავრობამ 2013 წლის ბიუჯეტთან შედარებით 100 მილიონით ნაკლები მოცულობით დაგეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა 2014 წელს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას არ ელოდა.

კომენტარები