ზვავსაშიში მდგომარეობა

ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

ლიკუნა ბროკიშვილი / facebook.com/gudauriofficial

ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე, დიდთოვლობით გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა ყველანაირი სატრანსპორტო საშუალებისთვის არის აკრძალული. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობაზე დაყრდნობით მიაწოდა.

ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დღეს, 5 იანვარს, 20:35-ზე შეიზღუდა. მოძრაობა დილიდან იყო შეზღუდული გუდაური (ფოსტა)-კობის საგზაო მონაკვეთზე, სადაც, სინოპტიკოსებზე დაყრდნობით, ზვავსაშიშროება 8 იანვრამდე შენარჩუნდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება.

კომენტარები