აღმოჩენა ეგვიპტეში

ჩეხმა არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, დედოფალ ხენტაკავესს III-ის საფლავი აღმოაჩინეს

EPA

ჩეხმა არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, დედოფალ ხენტაკავესს III-ის საფლავი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 4500 წლის წინ ცხოვრობდა. მათი აზრით, საფლავში ნანახი არტეფაქტები ამის დამადასტურებელია. არქეოლოგების ცნობით, დედოფლის სახელი და ტიტული საფლავზე ეწერა.

დედოფალი ხენტაკავესს III, სავარაუდოდ, ფარაონ ნეფერეფრას ცოლი იყო, რომელიც ეგვიპტეს მეხუთე დინასტიის განმავლობაში მართავდა.

დედოფლის საფლავი ფარაონ ნეფერეფრას სასაფლაოს ნაწილია, რომელიც კაიროდან 32 კილომეტრში მდებარეობს.

ჩეხი არქეოლოგები ამ ადგილას 1976 წლიდან მუშაობენ.

კომენტარები