აფეთქება საფრანგეთში

საფრანგეთში, ვილფრანშ სურ საონში, მეჩეთთან ახლოს აფეთქება მოხდა

AFP

ფრანგული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით აფეთქება მოხდა ვილფრანშ სურ საონში, ლიონთან 25 კილომეტრში, მეჩეთთან ახლოს. შედეგად, არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა შემთხვევას "კრიმინალური აქტი" უწოდეს. ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა აფეთქებას რაიმე კავშირი Charlie Hebdo-ს ტერაქტთან, რა დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები