სახელმწიფო ქონება

ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ქონების სწრაფი პრივატიზება მოხდეს

tabula.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტის დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქონების მართვის სააგენტოს სახელმწიფო ქონება ისედაც აღრიცხული უნდა ჰქონდეს. მისი შეფასებით, ახალ აღწერაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების რაც შეიძლება სწრაფად პრივატიზება მოხდეს.

"სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს უნდა ჰქონდეს აღრიცხული სახელმწიფო ქონება. ხელახალი აღრიცხვის პროცესის დაწყებაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რაც არის სახელმწიფო საკუთრებაში, მოხდეს მისი რაც შეიძლება სწრაფად პრივატიზება და ეს რესურსი ჩაერთოს ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ის, რაც აქვთ აღწერილი და ბალანსზე, მოხდეს მისი პრივატიზება და არ დაიწყონ რაღაც აღწერის მრავალწლიანი პროექტი", - აცხადებს ჯაფარიძე.

ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტი დაიწყო. საპილოტე პროგრამა 2013 წელს თბილისის 15 რაიონსა და გარდაბანში განხორციელდა. თბილისში 625, ხოლო გარდაბანში 122 აღურიცხავი ობიექტი გამოვლინდა. მათი პრივატიზაციიდან შემოსულმა თანხამ 3 მილიონი ლარი შეადგინა. ქონების ნაწილი სახელმწიფო პროგრამებს გადაეცა, მათ შორის 23 ობიექტი - აწარმოე საქართველოს. 

პროექტის ფარგლებში დასაქმებულ 16 თანამშრომელს კიდევ 32 დაემატება. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ინვენტარიზაციისთვის ასაზომი ინვენტარი, ასევე 16 ავტომობილი შეიძინა. 

კომენტარები