ზაზა ფაჩულია

ფაჩულიას სიქსერსის წინააღმდეგ მატჩში სამმაგ დუბლამდე სამი პასი დააკლდა

nba.com

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში, მილუოკი ბაქსი სტუმრად, ფილადელფიაში სიქსერსს შეხვდა და ანგარიშით - 98-77 დაამარცხა.

სეზონში კიდევ ერთხელ გაიფორმა ორმაგი დუბლი ბაქსის ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ. 11 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი, 1 ჩაჭრა - ასეთი იყო ფაჩულიას მონაგარი და როგორც სტატისტიკიდან გამომდინარეობს, ქართველს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 3 პასი დააკლდა.

მილუოკელები პლეი ოფში თამაშს უმიზნებენ და თან ისე, რომ რეგულარულ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავონ, რაც საკუთარი პარკეტის უპირატესობას მისცემთ.

ამჟამად ზაზა ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.

კომენტარები