ტერაქტი პარიზში

ტერაქტში დაღუპულების პატივსაცემად პარიზში ეიფელის კოშკი ჩააქრეს

AFP

ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე ტერქტში დაღუპულთა პატივსაცემად პარიზში ეიფელის კოშკი 5 წუთით ჩააქრეს. მთელი ღამის განმავლობაში შარლი ებდოს ოფისის წინ პარიზელები სანთლებს ანთებდნენ და რედაქციას სოლიდარობას უცხადებდნენ.

დაღუპულებს პატივი მიაგო ამერიკის პრეზიდენტმაც. ბარაკ ობამა ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ამერიკელების სახელით ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა.

დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გაეროს უშიშროების საბჭოშიც.

ასამდე ადამიანი შეიკრიბა საფრანგეთის საელჩოსთან  მოსკოვშიც. მათი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, სად მოხდება ტერორისტული თავდასხმა, რადგანაც თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას გამოხატვის თავისუფლება.

კომენტარები