ტერაქტი პარიზში

პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილებმა მძევალი აიყვანეს და მანქანა გაიტაცეს

AFP

Charlie Hebdo-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ძმებმა, შერიფ და საიდ კუაჩიმ, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მანქანა გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მინიმუმ ერთი ადამიანი მძევლად აიყვანეს.

საფრანგეთის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილები პარიზთან ახლოს პატარა ქალაქში შეამჩნიეს. შეიარაღებულმა ეჭვმიტანილებმა ცეცხლი გახსნეს და გაიქცნენ. საფრანგეთის პოლიცია სპეცოპერაციას აგრძელებს.

7 იანვარს ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმის შედეგად ჟურნალის რედაქტორის ჩათვლით რვა ჟურნალისტი, ორი პოლიციელი, ტექნიკური თანამშრომელი და სტუმარი დაიღუპნენ. შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა ისინი პარიზში, ჟურნალის ოფისში ჩაცხრილეს.

საფრანგეთის პოლიციამ დამნაშავე პირები დაასახელა. პოლიციამ გაავრცელა შერიფ და საიდ კუაჩის ფოტოები. შერიფ კუაჩი ნასამართლევია, ის ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ჯიჰადისტ მებრძოლებს ერაყში აგზავნიდა. მესამე ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა. ფრანგული მედია პოლიციის დოკუმენტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მესამე ეჭვმიტანილი 18 წლის ჰამუდ მურადია.

კომენტარები