ტერაქტი პარიზში

დამარტენ ენ გოელში სროლის და აფეთქებების ხმა ისმის

Reuters

პარიზის ჩრდილოეთით 35 კილომეტრში, ქალაქ დამატენ ან გუიელში, სადაც  Charlie Hebdo-ზე თავდამსხმელები საწყობის შენობაში გამაგრდნენ, უკვე რამდენიმე წუთია სროლის და აფეთქების ხმა ისმის.

ამავდროულად მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

სპეცოპერაციის გამო ფრენების განრიგი შეცვალა შარლ დე გოლის აეროპორტმა, რომელიც ოპერაციის ჩატარების ადგილიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

პარალელურად, Associated Press-ის ინფორმაციით, პირი, რომელსაც ქოშერულ მაღაზიაში მძევლები ჰყავს აყვანილი, მძევლების მოკვლით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია ძმებ კუაჩებს დაესხმება თავს. დამნაშავემ გუშინ პარიზის გარეუბან მონრუჟში პოლიციელი ქალი მოკლა, ხოლო დღეს სულ ცოტა 5 მძევალი აიყვანა და პორტ დე ვენსენში, ქოშერულ მაღაზიაში იმყოფება. პოლიციის ინფორმაციით, მან მძევლების აყვანისას 2 ადამიანი მოკლა. დამნაშავეს ახლავს მეგობარი ქალი. სამართალდამცველებმა დამნაშავეების ფოტო გაავრცელეს.

ამ დროისთვის იქ, 80 000-ზე მეტი პერსონალია მობილიზებული.

კომენტარები