ხორვატია

ხორვატიის პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალი გახდა

0 კომენტარი
ფოტო: Antonio Bronic / Reuters

ხორვატიის პრეზიდენტი, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ქალი გახდა. ოპოზიციის კანდიდატმა, 46 წლის კოლინდე გრაბარ-კიტაროვიჩმა, რომელიც მემარჯვენე ცენტრისტულ პარტია ხორვატიის დემოკრატიულ თანამეგობრობას წარმოადგენს, მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 50.4% მოიპოვა. გრაბარ კიტაროვიჩი ადრე ქვეყნის ევროინტეგრაციის და და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებს იკავებდა, ასევე იყო ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე საზოგადოებრივი დიპლომატიის საკითხებში. არჩეული პრეზიდენტი მოსახლეობას უმუშევრობასთან, კორუფციასთან და ქვეყნიდან გაზრდილ მიგრაციასთან ბრძოლას დაჰპირდა და განაცხადა, რომ ხორვატიას ევროკავშირის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ აქცევს.

კონკურენტს გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა მიულოცა. ივო იოსიპოვიჩის განცხადებით, გრაბარ კიტაროვიჩმა დემოკრატიულად გაიმარჯვა. მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოს ახალ მეთაურს წარმატება უსურვა.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები