ტერაქტი პარიზში

სერგეი ლავროვი: ძმები კუაშები სირიაში დასავლეთის მხარეს იბრძოდნენ

ლავროვი
novinite.com

შარლი ებდოს რედაქციაზე თავდამსხმელები სირიაში ყოფნისას ფაქტობრივად დასავლეთის მხარეს იბრძოდნენ, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მან განცხადება რუსეთსა და დასავლეთს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დასავლეთმა ეს თანამშრომლობა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს არ უნდა დაუკავშიროს.

„ურთიერთქმედება ამჟამად შეწყვეტილია, მაგრამ ტერორისტები ერთმანეთთან კავშირებს არ წყვეტენ და ტერორისტული აქტიურობა საზღვრებს არ ცნობს. ორი ძმა, რომლებიც პარიზში  ჟურნალის რედაქციას თავს დაესხნენ, ტერორის ხელოვნებას სირიაში ეუფლებოდნენ. სადაც იმათ მხარეზე იბრძოდნენ, ვინც  ბაშარ ასადის დამხობის ჩვენი დასავლელი კოლეგების მიერ მხარდაჭერილ ამოცანას ასრულებდა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.  

კომენტარები