მკვლელობა სომხეთში

ერთი ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო დაკავებულია

http://www.photolure.am/

სომხეთის ქალაქ გიუმრიში ერთი ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო დაკავებულია. სომხეთის პოლიციის ცნობით, რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვი სომხეთ-თურქეთის საზღვარზე დააკავეს, იგი ამჟამად რუს მესაზღვრეებთან იმყოფება.

რუსმა სამხედრომ, სავარაუდოდ, გუშინ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 2 წლის ბავშვი ავტომატიდან გასროლით მოკლა. ოჯახიდან მხოლოდ ექვსი თვის ბავშვი გადარჩა, რომელიც ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. დანაშაულის მიზეზი და დამნაშავის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები