აქცია დრეზდენში

დრეზდენში ისლამიზაციის წინააღმდეგ მიტინგზე 25 ათასი ადამიანი გამოვიდა

Fabrizio Bensch / Reuters

გერმანიის ქალაქ დრეზდენში ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ მიტინგი გაიმართა. მონაწილეთა რაოდენობამ 25 000 ადამიანს მიაღწია. 

აქცია იმის მიუხედავად გაიმართა, რომ საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მის ორგანიზატორებს შეკრებისგან თავის შეკავება ურჩია. აქციის მონაწილეებმა ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

ანტიისლამური აქციების ორგანიზატორია გაერთიანება პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ. 

კომენტარები