ტერაქტი პარიზში

ჟურნალ CHARLIE HEBDO-ს ახალი ნომერი გარეკანზე მუჰამედის კარიკატურით გამოვა

ხვალ ჟურნალ შარლი ებდოს ახალი ნომერი გამოვა - პირველად 7 იანვრის ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 12 ადამიანი შეეწირა. ჟურნალის თანამშრომლებს სამუშაო სივრცე დროებით გამოცემა ლიბერასიონმა დაუთმო.

ახალი ნომრის გარეკანზე თვალცრემლიანი წინასწარმეტყველი მუჰამედია გამოსახული, რომელსაც უჭირავს პლაკატი „მე ვარ შარლი“. სურათს ახლავს სათაური - „ყველაფერი მიპატიებია“.

როგორც შარლი ებდოს ადვოკატმა განაცხადა, ჟურნალი ტერორისტთა წინაშე დათმობებზე არ წავა და სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლის. შარლი ებდო, რომელიც აქამდე 60-ათასიანი ტირაჟით გამოდიოდა, ამჯერად მილიონი ცალი დაიბეჭდება.

კომენტარები