მკვლელობა სომხეთში

ექვსი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუს სამხედროს სომხეთს არ გადასცემენ

http://www.photolure.am/

რუს სამხედროს, რომელიც სომხეთის ქალაქ გიუმრიში ერთი ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, სომხურ მხარეს არ გადასცემენ. სომხეთის პროკურატურის განმარტებით, რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვი რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, თუმცა გამოძიებას სომხური და რუსული მხარე ერთობლივად ჩაატარებენ.

პერმიაკოვი სომხეთ-თურქეთის საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე დააბრუნეს. სამართალდამცველების ცნობით, პერმიაკოვმა დანაშაული მარტომ ჩაიდინა, იგი ავეტისიანების საცხოვრებელ სახლში ღამე შევიდა, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ და ისინი ავტომატიდან გასროლით მოკლა. ექვსი თვის ბავშვს ჯარისკაცმა ავტომატის ხიშტი დაარტყა, თუმცა ის გადარჩა და რეანიმაციაში იმყოფება.

პერმიაკოვს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.

კომენტარები