NATO-საქართველოს კომისია

დღეს ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

დღეს ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრას NATO-ს შტაბბინაში ელჩები, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა დაესწრებიან. მხარეები 2014 წლის ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტს განიხილავენ.

"დაგეგმილია წლიური ეროვნული პროგრამის განხილვა; გაიმართება კონსულტაციები NATO-ს ელჩებთან საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლის ფარგლებში შევეხებით საქართველოს უსაფრთხოებისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების თემებს და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საკითხებს", - განაცხადა რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა NATO-ში, ლევან დოლიძემ.

კომენტარები