პრეზიდენტის ანგარიში

სერგეენკო: პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა

ტაბულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, "პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა". მისივე თქმით, დასწრებასთან დაკავშირებით მთავრობა ერთიან პროტოკოლურ შეთანხმებას მიიღებს.

"და მოვიქცევით შესაბამისი შეთანხმებული პროტოკოლის მიხედვით. სურვილი მაქვს, რომ მაქსიმალური ჩართული ვიყო ქვეყნის ცხოვრებაში, უბრალოდ, სამწუხაროდ, ჩემი კომპეტენციის ფარგლები საკმაოდ დიდია და ჩემი გრაფიკი არ არის შეუზღუდავი, თუმცა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა და მე მოვიქცევი ისე, როგორც გადაწყვეტს მთავრობა და როგორც იქნება უკეთესი ქვეყნის ინტერესებისთვის", - თქვა სერგეენკომ.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, არ არის საჭირო, რომ მთავრობის წევრები პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დაესწრონ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალი კონსტიტუციით მთავრობის წევრების დასწრება სავალდებულო არ არის, რადგან პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას სიმბოლური ხასიათი აქვს. მანვე მედიას მოუწოდა, დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებენ პრეზიდენტის გამოსვლისას მთავრობის პარლამენტში მისვლა-არმისვლის საკითხს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის წევრები პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში არც გასულ წელს დასწრებიან. რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მის გამოსვლას მინისტრთა კაბინეტი ამჯერად მაინც დაესწრება.

კომენტარები