პრეზიდენტის ანგარიში

აბაშიძე: მთავრობას უნდა აინტერესებდეს, რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი პარლამენტში

timer.ge

საპარლამენტო ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის შეფასებით, მთავრობას და პრემიერმინისტრს უნდა აინტერესებdeთ, რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი პარლამენტში. ის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პრემიერი არ თვლის საჭიროდ, მინისტრები გიორგი მარგველაშვილის "სიმბოლურ გამოსვლას" დაესწრონ.

"ცოტა არ იყოს, მე მიკვირს პრემიერის ასეთი განცხადება, იმიტომ, რომ აქ არის საუბარი ინსტიტუტების პატივისცემაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი მობრძანდება პარლამენტში, აკეთებს ანგარიშს და მე ვფიქრობ, რომ მთავრობას, პრემიერმინისტრს უნდა აინტერესებდეს, რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი და ეს არ უნდა მოისმინონ მათ ტელევიზიით. ალბათ, კონკურენციის საკითხია და ფიქრობენ, რომ თუ პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრებიან, ამით მთავრობა დაკნინდება. მე ვფიქრობ, რომ მთავრობას ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, კიდევ ამას რომ არ იმატებდეს", - განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის წევრები პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში არც გასულ წელს დასწრებიან. რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მის გამოსვლას მინისტრთა კაბინეტი ამჯერად მაინც დაესწრება.

კომენტარები