მკვლელობა სომხეთში

მოსახლეობა მკვლელობაში ბრალდებული რუსი სამხედროს სომხეთისთვის გადაცემას ითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: news.am

გიუმრის მცხოვრებლები, სადაც რუსმა სამხედრომ ერთი ოჯახის ექვსი წევრი მოკლა, დამნაშავის გადმოცემის მოთხოვნით აქციების გაგრძელებას დღესაც აპირებენ. მოქალაქეები რუსულ ბაზასთან შეკრებას დღეს, ავეტისიანების ოჯახის დაკრძალვის შემდეგ გეგმავენ. გუშინ რამდენიმე ასეული ადამიანი რუსული ბაზის შესასვლელთან შეიკრიბა და ბრალდებულ ვალერი პერმიაკოვის  სომხეთისთვის გადმოცემა მოითხოვა. აქცია დღეს ერევანში რუსეთის საელჩოსთანაც იგეგმება.

რუსული მხარე ერევანს დანაშაულის სრულ გამოძიებას დაჰპირდა. სარდლობის მტკიცებით, პერმიაკოვი სამხედრო ბაზაზე პატიმრობაში იმყოფება და რუსეთის კანონმდებლობით გასამართლდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები