საგანელიძის განცხადება

ბერძენიშვილი: ასავალ-დასავალს არ ვკითხულობ, უხერხული იქნება შევაფასო

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი, ტაბულას კითხვას, როგორ აფასებს და ეთანხმება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ასავალ-დასავალისთვის მიცემულ კომენტარს, რომ "ძალიან ბევრია ევროპაშიც და ამერიკაშიც სააკაშვილისნაირი გახრწნილი გონების პოლიტიკოსი, რომლებიც თავს უფლება აძლევენ და დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სწორი გზით მიდის" პასუხობს, რომ მისთვის შეფასება უხერხულია.

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მოსაზრება არის ადამიანის და თვითონ აგებს პასუხს თავის სიტყვაზე. მე საერთოდ არ ვკითხულობ ასავალ-დასავალს,ამიტომ არ მაქვს საშუალება დავეთანხმო ან არ დავეთანხმო. პარლამენტის წევრები ერთმანეთის განცხადებაზე ახლა... რა უნდა ვთქვა, ასე ფიქრობს ის. ცოტა უხერხული არის, ისეთ რამეს მეკითხებით, უკაცრავად და რა ჩემი საქმეა მაგის შეფასება", - განუცხადა ბერძენიშვილმა ტაბულას.

კომენტარები