უზენაესი სასამართლო

წულუკიანი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ხელი უნდა შემიწყოს რეფორმაში

news.ge

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში". ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ კოალიციის კანდიდატი იქნება თუ არა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს.

"კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, როგორიც არის პროფესიონალიზმი, შეუვალობა, პროფესიული სინდისის ქონა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლისთვის, მაგრამ ჩემს თვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში და არ იქნება მუდმივად ამ რეფორმების მოწინაღმდეგე და რეზისტენტული ამ რეფორმებისადმი. ეს ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი. ეს უნდა იყოს რეფორმების მოსურნე და რეფორმატორი ადამიანი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ვადა კონსტანტინე კუბლაშვილს თებერვალში ეწურება. კანდიდატურას პრეზიდენტი დაასახელებს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

კომენტარები