DDT-ს კონცერტი

თბილისს რუსული ჯგუფი DDT ეწვევა

Tbilisi Open Air Alter/Vision‎/Fb.com
10 თებერვალს, თბილისს ცნობილი რუსული ჯგუფი DDT ეწვევა. კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) გაიმართება.

ჯგუფი თბილისში სრული შემადგენლობით ჩამოდის და წარადგენს ახალ ალბომს „გამჭვირვალე“ ("Прозрачный"). ალთერ ვიჟენ ჯგუფის ინფორმაციით, კონცერტზე აუცილებლად შესრულდება ძველი ჰიტებიც.
  
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 40-დან 120 ლარის ჩათვლით იქნება. ბილეთები უკვე იყიდება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და biletebi.ge-ზე.

ცნობისთვის, ჯგუფს ჩაწერილი აქვს 19 სტუდიური ალბომი, საიდანაც 4 ყველა დროის რუსულ ტოპ 100-ეულ ალბომში შედის. ჩატარებული აქვთ 400-ზე მეტი კონცერტი რუსეთის წამყვან ფესტივალებზე, დაუკრავთ ევროპისა და აშშ-ის დიდ სცენებზე.

DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი ცნობილია პოლიტიკური გამოსვლებითაც. ის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის აქტიური მოწინააღმდეგეა. ჯგუფმა ორი წლის წინ უკვე გამართა კონცერტი თბილისში, ფესტივალ Open Air-ის ფარგლებში, სადაც ჰედლაინერი ბენდი იყო. სწორედ მაშინ წარსდგა DDT პირველად სრული შემადგენლობით ქართველი მსმენელის წინაშე.

კომენტარები