რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

მთავრობა მუსლიმებს მედრესესა და რეზიდენციის შენობებს გადასცემს

ზაზა ვაშაყმაძე
facebook.com/zaza.vashakmadze.71

აჭარის მუსლიმი ლიდერების მიმართვის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმში სასულიერო სასწავლებლის, მედრესეს განთავსების მიზნით შენობას შეისყიდის - ამის შესახებ დღეს, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსა და სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლების შეხვედრისას გახდა ცნობილი.

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, თვის ბოლომდე მოხდება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობის შესყიდვა, რომელიც მუსლიმ თემს გადაეცემა. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ეს „ორთა ჯამეში“ გამოათავისუფლებს დამატებით ფართს, რომლის რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მეჩეთში ღია ცის ქვეშ ლოცვის პრობლემა მოიხსნება.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებებისა, სრულიად საქართველოს მუფთმა არ უარყო, რომ მოთხოვნებს შორის კვლავ რჩება ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება. ამასთან, დასავლეთ საქართველოს მუფთს ბეგლარ ქამაშიძეს ტაბულამ ჰკითხა, გმობდა თუ არა ის ისლამის სახელით 7 იანვარს პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტს. ბეგლარ ქამაშიძის თქმით, სამუფთო გმობს როგორც ძალადობას, ისე კარიკატურებს.

კომენტარები