მკვლელობა სომხეთში

სომხეთში რუსეთის საელჩოსთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

news.am

სომხეთის ქალაქ გიუმრში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის საკონსულოსთან იყვნენ შეკრებილი, სპეციარაღები გამოიყენა. აქციის მონაწილეები, რუსულ მხარეს რუსული სამხედრო ბაზის იმ მოსამსახურის გადაცემას სთხოვენ, რომელიც ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ news.am იუწყება. დემონსტრანტებმა კი პოლიციას ქვები ესროლეს. შეტაკებებისას, 12 ადამიანი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, ერთი პირია დაკავებული. 

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ორშაბათს ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა და 6 თვის ჩვილი დახოცეს. ეჭვმიტანილი ვალერი პერმიაკოვია, რომელიც 102-ე რუსულ ბაზაზე მსახურობდა.

რუსული მხარე ერევანს დანაშაულის სრულ გამოძიებას დაჰპირდა. სარდლობის მტკიცებით, პერმიაკოვი სამხედრო ბაზაზე პატიმრობაში იმყოფება და რუსეთის კანონმდებლობით გასამართლდება. 

კომენტარები