ანტიტერორისტული ოპერაცია ბელგიაში

ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას ორი ადამიანი დაიღუპა

Guardian

აღმოსავლეთ ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას ორი ადამიანი დაიღუპა. ხოლო მესამე პირი, როგორც ბელგიური მედია იუწყება, ქალაქ ვერვიეში დარბევისას, დაშავდა . პოლიციის ცნობით, დარბევა ჯიჰადთან იყო დაკავშირებული. თვითმხილველები ადგილზე რამდენიმე წუთიანი სროლებისა და სულ ცოტა სამი აფეთქების შესახებ საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ბრიუსელში ერთი პირი დააკავეს, რომელმაც, პოლიციის ინფორმაციით, პარიზში, ტერაქტებში მონაწილე აჰმედ კულიბალის იარაღები მიჰყიდა. ბელგიური მედიის ცნობით, ეს სწორედ ის იარაღებია, რაც კულიბალიმ საფრანგეთში ტერაქტისას გამოიყენა. 

აღსანიშნავია, რომ მეზობელ საფრანგეთში მომხდარ ტერორისტული აქტებს ერთი კვირის წინ 17 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები