ქალთა უფლებები

სახალხო დამცველი 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას მიესალმება

radiotavisupleba.ge/

საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას მიესალმება. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების ინტერესს და საკითხის მნიშვნელობას წინ წამოწევს.

"მივესალმები და ვუერთდები პრეზიდენტის მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას ითვალისწინებს. უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც ქალთა მკვლელობების 20-ზე მეტ შემთხვევას უკავშირდება, კიდევ ერთხელ დაგვანახა ქალთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი ზომების აუცილებლობა. ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად, გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მნიშვნელოვანია სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად 2015 წელი იყოს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის რეალური გაუმჯობესების წელი. უნდა ვიზრუნოთ, რომ შემცირდეს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, გაუმჯობესდეს შრომითი უფლებები, ხელმისაწვდომობა სერვისებთან. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა დადებით ზეგავლენას მოახდენს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში და მნიშნელოვანი ცვლილებების მასტიმულირებელი აღმოჩნდება, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს მას და ყოველდღიურ პროცესებში გაიზიარებს", - აცხადებს ნანუაშვილი. 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. პრეზიდენტმა გუშინ, ავლაბრის რეზიდენციაში, შარშან ქალთა მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა და მას შოკისმომგვრელი რეალობა უწოდა. 

კომენტარები